Damus
nostrich profile picture
nostrich
⚗️ შუა საუკუნეებში ალქიმიკოსები შეპყრობილნი იყვნენ იდეით, რომ ჩვეულებრივი ლითონები ოქროდ ექციათ. მათ სჯეროდათ, რომ ამაში ნივთიერება დაეხმარებოდათ, რომელსაც "ფილოსოფიურ ქვას" უწოდებდნენ. ახლა მეცნიერებმა ასეთი "ფილოსოფიური ქვა" აღმოაჩინეს — CERN-ში არსებული დიდი ადრონული კოლაიდერი.

🪙 ცნობილი ხდება, რომ ნაწილაკთა ამაჩქარებელში 2015-18 წლებში ოქროს 86 მილიარდი ბირთვი შეიქმნა. ეს ძვირფასი ლითონი მეცნიერებმა ტყვიის ატომებით მიიღეს, რომლებიც ერთმანეთს სინათლის სიჩქარის 99.999993% სისწრაფით ეჯახებოდა. შედეგად მიღებული ოქრო გრამის 29 მეტრილიონედი იყო.

#news